პირველ რიგში, სანქცირებულების სიაში ივანიშვილი და ღარიბაშვილი უნდა შევიდნენ - დევიდ კრამერი

13.11.21 11:56
პირველ რიგში, სანქცირებულების სიაში ივანიშვილი და ღარიბაშვილი უნდა შევიდნენ - დევიდ კრამერი

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის დევიდ კრამერის განცხადებით,  საქართველოს იუსტიციის სამინისტრის მიერ გავრცელებული  კადრები საკმარისია იმისთის, რომ ბიძნა ივანიშილს და ირაკლი ღარიბაშვილს დასავლეთმა სანქციები დაუწესოს.

უცხოელი დიპლომატის თქმით, აღნიშნული კადრების გავრცელებით ნათლად გამოჩნდა, რომ "ქართული ოცნება" ოპოზიციის დემორალიზაციას და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის დამცირებას ცდილობს. 

კადრები, რაც ვიხილეთ, თავზარდამცემი იყო. ვერ ვიჯერებ, რომ "ქართულმა ოცნებამ" იფიქრა, რომ ამის გამოქვეყნება კარგი აზრი იყო. ეს აჩვენებს ოპოზიციის დემორალიზაციის, სააკაშვილის დამცირების მცდელობას და ხელს უწყობს საზოგადოების პოლარიზაციას., ხალხის გაღიზიანებას. ჩემთვის ეს ნათლად წარმოადგენდა ადამიანის უფლებების უდიდეს დარღვევას და საკმარისია იმისთვის, რომ გლობალური მაგნიცკის სანქციების სიაში მოხვდნენ. ასე არ უნდა მოექცე, მითუმეტეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს. ეს დაუჯერებელი იყო. დასავლეთმა უნდა გაიღვიძოს და უფრო აქტიური როლი ითამაშოს ამ ვითარებაში. მე ვემხრობი, ინდივიდუალურ, მიზანმიმართულ სანქციებს და არა სანქციებს ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. პირველ რიგში, სანქციები უნდა დაწესდეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რადგან ის არის გადაწყვეტილების მიმღები, პრემიერი კი მის ბრძანებას ასრულებს, ამიტომ მასაც შევიყვანდი სანქციების სიაში. ამ ორის სანქცირებით დავიწყებდი. ამის შემდეგ არ მგონია საჭირო გახდეს სხვების სანქცირება. შეიძლება ის ხალხის უნდა მოაექცეს სანქციებშ, ვინც სააკაშვილს ასე მოექცა, თუმცა თუ ამ ორ მთავარ მოთამაშეს, ივანიშვილსა და ღარიბაშილს დაუწესდება სანქციები, ეს საკმარისი ქინება, - განაცხადა კრამერმა. 

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაასაჯაროა კადრები, სადაც ციხის ადმინისტრაციის მხრიდან მიხეილ სააკაშვილისადმი დამამცირებელი მოპყრობაა ასასხული.

მსგავსი სიახლეები