აშშ-ში არსებობს აღქმა, რომ ყოფილი პრეზიდენტის უფლებებს პატივს არ სცემენ - უილიამ კორტნი
აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი ამბობს, რომ აშშ-ს და ბრიუსელს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა აშფოთებთ. მისი თქმით, აშშ-ში თვლიან, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები ირღვევა, რაც დემოკრატიის ფუნდამენტური საკითხია.
საქართველოს აქვს ამბიცია ევროკავშირის წევრი გახდეს და ამის მისაღწევად ევროპელებს სურთ დემოკრატიული გაუმჯობესება იხილონ. ახლა ამისგან განცალკევებით არსებობს ადამიანის უფლებების პატივისცემის საკითხი. ეს ფუნდამენტური საკითხია აშშ-სა და ევროკავშირის პოლიტიკაში და ახლა არის აღქმა, რომ პატივს არ სცემენ ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის უფლებებს და რომ ის მკაცრ მოპყრობას ექვემდებარება. ციხის საავადმყოფო, სადაც ის გადაიყვანეს, შესაძლოა, არ ექვემდებარებოდეს სტანდარტებს. შესაბამისად, არსებობს აღქმა, რომ მას უკეთ უნდა მკურნალობდნენ. საქართველოს მიერ აღიარებული ვალდებულებებისა და ადამიანის უფლებების დაცვის შესაბამისად, - განაცხადა კორტნიმ.