არაადამიანური მოპყრობა სააკაშვილის მიმართ - მესამე სექტორი ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტს მიმართავს

13.11.21 12:22
არაადამიანური მოპყრობა სააკაშვილის მიმართ - მესამე სექტორი ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტს მიმართავს

არაადამიანური მოპყრობა და დამამცირებელი მოპყრობა მესამე პრეზინდეტის მიმართ - 19 გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპის საბჭოს წამებისა და პრევენციის კომიტეტს ღია წერილით  მიმართავს. მესამე სექტორი ევროპის საბჭოს საქართველოში ჩამოვლისკენ და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას შესწავლისკენ მოუწოდებს.

ვრცელ მიმართვაში ყველა მოვლენა, რომელიც ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარდა, ქრონოლოგიურად არის აღწერილი.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართეს წამების საწინააღმდეგო ევროპულ კომიტეტს და მოვითოვეთ ვიზიტი, რაც ნიშნავს, დაუყოვნებლივ ვიზიტს საქართველოში ციხეთა სისტემის შესასწავლად და კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობების შესწავლის მიზნით. მათ შეუძლიათ დაადასტურონ ის პირობები, რომელიც არ არის სათანადო მკურნალობისთვის, სადაც იმყოფება მიხეილ სააკაშვილი და რეკომენდაციით მიმართონ მთავრობას გამოსწორებისკენ, - თქვა ცენტრ "ემპათიას" დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა. 

მსგავსი სიახლეები