ბოჭორიშვილი იქნებ დელფოსის "მისანს" მაინც ეწვიოს და იმასთან მოიკითხოს, რა ბედი ელის მომავალ სამთავრობო კარუსელში - დათუნაშვილი
ბოჭორიშვილი იქნებ დელფოსის "მისანს" მაინც ეწვიოს და იმასთან მოიკითხოს, რა ბედი ელის მომავალ სამთავრობო კარუსელში - ასე ეხმაურება "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი, მაკა ბოჭორიშვილის საბერძნეთში ვიზიტს.
რაც შეეხება დელფოსის ეკონომიკური ფორუმიდან გავრცელებულ კადრებს, სადაც მაკა ბოჭორიშვილი მარტა კოსს ესაუბრება, დათუნაშვილი ამბობს, რომ "ოცნება" ევროკავშირის ლიდერებს ქვეყნის შიგნით ლანძღავს, ქვეყნიდან გასლისას კი "ცივილიზებულ ადამიანებად აჩენებენ თავს".
ქალბატონი ბოჭორიშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი ერთგვარი პოლიტიკური შეიზოფრენიის. სახლში იქცევიან მონსტრებივით, ქოფაკი ძაღლებივით და შიდა მოხმარებისთვის უშვერი სიტყვებით ლანძღავენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და როდესაც გადიან გარეთ, "ფირმაში", იქ თავს აჩვენებენ, რომ ვითომ არიან ცივილიზებული ადამიანები. მგონი ამაში ჩვენი თანამოქალაქეები ხედავენ აბსოლუტურ დისონანსს და ქცევით აშლილობას, რომელიც "ქართულ ოცნებაში: ნორმალურ პრაქტიკად დამკვიდრდა. ქალბატონი ბოჭორიშვილი დელფოსშია ახლა და იქნებ, დელფოსის "მისანს" მაინც ეწვიოს და იმასთან მოიკითხოს, რა ბედი ელის მომავალ სამთავრობო კარუსელში", - აცხადებს თაზო დათუნაშვილი.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ფოტოები, სადაც ასახულია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისა და ევროკომისრის გაფართოების საკითხებში, მარტა კოსის შეხვედრა დელფოსის ეკონომიკურ ფორუმზე.