თვითმმართველობის არჩევნების გაფორმება - ცესკოსთან პოლიციაა მობილიზებული
ცესკოში ამ წუთებში ოპოზიციის მერობის კანდიდატები შედიან, სადაც თვითმმართელობის არჩევნების შედეგები უნდა გააფორმონ. ხელისუფლების ოპონენტები წართეული ხმების დაცვას დღეს კიდევ ერთხელ შეეცდებიან.
გამორიცხული არ არის, პროცესმა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე ჩაიაროს. ადგილზე პოლიციის მობილიზაციაა გამოცხადებული.
პროტესტია შენობის გარეთაც, სადაც ოპოზიციის მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივსიტები ირკიბებიან.
დედამიწაზე არ არის ადამიანი, რომელიც ამ არჩევნებს აკვირდებობდა, რომელიც გაბედავს და იტყვის, რომ იმას, რაც გააკეთა "ქართულმა ოცნებამ" გადამწყვეტი გავლენა არ ჰქონდა არჩევნების შედეგებზე. ამის შესაბამისი მტკიცებულებები ჩვენ საოლქო კომისიაში წარვადგინეთ, სასამართლოშ წარვადგინეთ და ახლა აი, ცესკოშიც მოვიტანეთ. არანაირი იმედი არ მაქვს, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ რა ვიცი, იმისთის, რომ ყველამ კარგად ნახოს რა ტიპის ე.წ. არჩევნები ჩატარდა, ჩვენ წარმოვადგენთ შესაბამის მტკიცებულებებს, - თქვა ბათმის მერობის კანდიდატმა ოპოზიციიდან, გიორგი კირთაძემ.