ანა ფოტიგას მიხეილ სააკაშვილთან მეორე დღეა არ უშვებენ
საქართველოში საგანგებოდ ჩამოსულ ევროდეპარლამენტარს, ანა ფოტიგას იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშილთან უკვე მეორე დღეა არ უშვებს. ფაქტის შესახებ ფოტიგამ ევროპელ კოლეგებს უკვე შეატყობინა.
უარი მითხრეს ციხეში მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტზე. სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან კეთილი ნებისა და გამჭვირვალობის ნაკლებობაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ სიტუაციის მოგვარების შანსი ჯერ კიდევ არსებობს. საქართველოს მთავრობას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, - წერს ანა ფოტიგა "ტვიტერზე".
პოლონელი ევროპარლამენტარი ამ დროისათვის ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. ის თბილისს ხვალ დატოვებს.