საიდან ამოათრია ქვეყანა... აბა, როგორი საქართველო უნდოდათ, ისევ მხედრიონს ეთარაშა? - გიული ალასანია

13.11.21 14:34
საიდან ამოათრია ქვეყანა... აბა, როგორი საქართველო უნდოდათ, ისევ მხედრიონს ეთარაშა? - გიული ალასანია

მიხეილ სააკაშილის დედა, გიული ალასანია საზოგადოების იმ ნაწილს მიმართავს, ვინც მესამე პრეზიდენტს ნულოვანი ტოლერანტობა დაუწუნა. გიული ალასანია მათ იმ პერიოდს ახსენებს, როდესაც ქვეყანას კრიმინალი მართავდა და  მხედრიონი დათარეშობდა. მისი თქმით, თაობების გადარჩენა და სახელმწიფოს შექმნა სხვანაირად ვერ მოხერხდებოდა. 

გაისმის ყოველ წუთში, რომ არ მოსწონდა ბევრს... რა არ მოსწონდათ ძალიან მაინტერესებს? ის, რომ საქართველო გაიცნო მთელმა მსოფლიომ? რომ გაიზრდა ეკონომიკა? ნულოვანი ტოლერანტობა რას გამოეცხადა? გამოეცხადა დანაშაულს. აბა, როგორ უნდა გადატეხილიყო აი, ის კრიმინალი, რომელიც გავრცელებული იყო საქართელოში ჩემი შვილის მოსვლამდე? საიდან ამოათრია ქვეყანა ადამიანმა... ეს ყველაფერი დაგვავიწყდა? თუ როგორი საქართველო უნდოდათ იმათ, ვისაც არ მოეწონა ეს ნულოვანი ტოლერანტობა? რომ ისევ იქ ვყოფილიყავით და ისევ მხედრიონელებს ეთარეშათ? ჩაიხრჩო მაშინ მთელი ახალგაზრდობა ნარკომანიაში, ახალგაზრდობას ვკარგავდით, ყველაფერი დაკარგული გვქონდა, ფაქტობრივად...იქიდან წამოვედით ნელ-ნელა და წარმატებული ქვეყანა გავხდით. რაღაცა ხომ უნდა დავინახოთ?, - განაცხადა ალასანიამ. 

მსგავსი სიახლეები