ქრისტიანულად კარგია, რომ შევიდა და აზიარა - მეუფე გრიგოლი მეუფე ნიკოლოზზე
წალკის ეპარქიის მმართელი, მეუფე გრიგოლ კაცია საპატრიარქოს წერილს ემიჯნება. ეპისკოპოსი მეუფე ნიკოლოზის ქმედებას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ქრისტიანულად ეს სწორი ნაბიჯი იყო.
მეუფე გრიგოლი საზოგადოებას საყოველთაო შერიგებისკენ მოუწოდებს.
იურიდიულად არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ქრისტიანულად კარგია, რომ შევიდეს მღვდელმთავარი, აზიაროს, კიდევ ერთხელ აუხსნას რა არის მარხვა, აუხსნას სინანული, შეწყალება და შერიგება. მე პირადად არ ვიცი რა სიტუაციაა, მეუფე ნიკოლოზს უნდა ვკითხოთ აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს სინანული, აქვს თუ არა ფერიცვალება, შეიძლება ითქვას... ჩვენ ვიხსენებთ ბატონ მიხეილს, როგორც საპყრობილეში მყოფ ადამიანს კვეთაში, ბარძმში, ვლოცულობთ და საერთოდ, მოვუსმინოთ ერთმანეთს. შერიგება იყოს, პატიება, იყოს სიტყვა "შემიწყალე", - თქვა ეპისკოპოსმა.
ამდენიმე დღის წინ მეუფე ნიკოლოზმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპყრობილეში აზიარა, რაც შემდგომ საპატრიქროს კრიტიკის საგანი გახდა.