ხმაური ცესკოში - ერთმანეთს ხატია დეკანოიძე და გიორგი კალანდარიშვილი დაუპირისპირდნენ
ოპოზიციის საჩივრების განხილვა ცესკოში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ცესკოს თავმჯდომარის გაღიზიანება ენმ-ს წევრის, ხატია დეკანოძის შეკითხვამ გამოიწვია, რომელის დაინტერესდა რატომ არ მოიკითხა გიორგი კალანდარიშვილმა იზა ჩირგაძის ბედი, რომელმაც "ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებაში ამხილა.
საზოგადოებას აინტერესებს ის, რომ თქვენ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშნელოვანი პირი და თქვენი ადმინისტრაციის წევრები დაინტერესებულიყავით იმ ადამიანის ბედით, რომელსაც აშანტაჟებდა "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, სუსი და ა.შ. იცით, რა წარმოუდგენელი ზეწოლა გამოიარა? - მიმართა დეკანოძემ კალანდარიშვილს
გიორგი კალანდარიშვილმა ქუთაისი მერობის კანდიდატი ოპოზიციიდან პოლიტიკურ განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა და საუბრის შეწყვეტა მოსთხოვა.
ოპოზიციამ ცესკოს სხდომაზე ასევე ის მტკიცებულებები წარადგინა, რომლითაც ხელისუფლებამ თვითმმართველობის არჩევნები გააყალბა. ხელისუფლების ოპონენტებმა 2- ივე ოლქში შედეგების გაბათილება მოითხოვეს.