ევროპარლამენტარობა უპირატეს უფლებას არ ნიშნავს - სარჯველაძე ანა ფოტიგას სააკაშვილთან შეშვებაზე

13.11.21 15:24
ევროპარლამენტარობა უპირატეს უფლებას არ ნიშნავს - სარჯველაძე ანა ფოტიგას სააკაშვილთან შეშვებაზე

ის, რომ ევროპარლამენტარია არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სხვა შეხვედრა ჩახსნა და მხოლოდ ევროპარლამენტარი შეუშვა, - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილთან ანა ფოტიგას არ შეშვების ფაქტს. 

მისი თქმით, მესამე პრეზიდენტთან მნახეველების უპრეცენდენტო რაოდენობა შედის და ხელისუფლებას დასამალი არაფერი აქვს.  

უპრეცენდენტოდ მაღალია მონახულების მაჩვენებელი, ყველა სხვა პატიმართან შედარებით. ის, რომ ევროპარლამენტარია არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სხვა შეხვედრა ჩახსნა და მხოლოდ ევროპარლამენტარი შეუშვა, ან მაგალითად, ვთქვათ, რომ ევროპარლამენტარობა განაპირობებს ვინმეზე უპირატეს უფლებას შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით, - თქვა სარჯველაძემ. 

მსგავსი სიახლეები