სააკაშვილის ზიარება მეუფე ნიკოლოზის კერძო აზრი იყო - მეუფე იოანე

13.11.21 15:46
სააკაშვილის ზიარება მეუფე ნიკოლოზის კერძო აზრი იყო - მეუფე იოანე

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მუფე იოანე მიხეილ სააკაშვილის ზიარებაში უცნაურს ვერაფერს ხედავს, თუმცა ამბობს, რომ მეუფე ნიკოლოზმა მესამე პრეზიდენტი არა პატრიარქის ლოცვა კურთხევით, არამედ საკუთარი ინიციატივით აზიარა. 

მეუფე იოანე გამრეკელი თვლის, რომ სააკაშვილი არ შიმშილობს და ოპერაციის გამო უბრალოდ, კვების რაიოცნი შეცვალა. მაღალი იერარქის ასევე ამბობს, რომ ხელისუფლება სხვა ქვეყნების გავლენის ქვეშ ექცევა და საპატრიარქოს ნაწილობრივ უსმენს.

შიმშილობა არ არის მარხვა. მარხვა სულ სხვა რამეა, ეს ერთი. მეორე, ჩვენ ვიცით, რომ შიმშილობას ადგილი არ ჰქონია. ეს მისი ჯანმრთელობისთვის იყო განკუთვნილი. კუჭის ოპერაცია გაიკეთა და მისთვის არ შეიძლება საკვების მიღება დიდი რაოდენობით. ექიმებისგან არის ცნობილი. მეუფე, ეტყობა არ იყო ინფორმირებული და ეს მისი კერძო აზრი იყო და რადგან მან ახსენა, რომ პატრიარქის კურთხევით აკეთებს ამ ყველაფერს, ამიტომ საპატრიარქო უნდა გამოხმაურებულიყო, რომ ეს სიტყვები პატრიარქის კურთხევით არ იყო ნათქვამი. 

ხელისუფლებამ უნდა უსმინოს საპატრიარქოს, მაგრამ არ უსმენენ. ზოგ რამეში უსმენენ, ზოგ რამეში არა, იმიტომ, რომ ხელისუფლება არ არის ჩვენი დემოუკიდებელი იმ პოლიტიკურ გარემოსგან, რომელშიც იყო ჩვენ ქვეყანა. გლობალიზაციის პროცესში მრავალი ქვეყნის ინტერესი იკვეთება, მათ შორის, რუსეთისაც, - თქვა მეუფემ. 

 

 

მსგავსი სიახლეები