უახლოეს მომავალში საქართველოს ევროპელი კოლეგების მარავლრიცხოვანი წარმომადგენლობა ეწვევა - ოპოზიცია

13.11.21 16:11
უახლოეს მომავალში საქართველოს ევროპელი კოლეგების მარავლრიცხოვანი წარმომადგენლობა ეწვევა - ოპოზიცია

უახლოეს მომავალში საქართველოს ევროპელი კოლეგების კიდევ უფრო მრავალრიცხოვანი წარმომადგენლობა ეწვევა,- ამის შესახებ ოპოზიცონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტში ოპოზიციის მიერ  გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, ევროპული დელეგაციის მიზანი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესწავლა და ასევე "ქართული ოცნების" ხელისუფლებაზე წნეხის გახორციელება იქნება. 

უახლოეს მომავალში, მე მაქვს ამაზე თანხმობა ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, საქართველოს ეწვევა კიდევ უფრო წარმომადგენლობითი და ამჯერად მრავალრიცხოვანი შემადგენლობა ევროპელი კოლეგების, რომლებსაც ექნებათ  ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, მისია, რომ გააკონტროლონ და შეამოწმონ პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა ციხეში, მაგრამ არა მხოლოდ. ამ ვიზიტის მისია, რომელიც უახლოეს მომავალში გახორციელდება, იქნება საქართველოს ხელისუფლებაზე სერიოზული წნეხის დაწყება იმისთვის, რომ მათ ღიად განაცხადონ რა არის არჩევანი ამ ხელისუფლების, არის ეს არჩევანი მართლა შმეობრუნება ქვეყნის ისევ რუსეთისკენ თუ ის არჩევანი, რომელიც ქართველმა ხალხმა დიდი ხნის წინ გააკეთა, ევროატლანტიკუირ მომავალი. 

ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ევროპარლამენტთან. უახლოეს მომავალშ ველოდებით, რომ ევროპარლამენტშ დაიწყება ძალიან სერიოზული პროცესები, რასავ ჰქვია პოლიტიკის გადატვირთვა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა დღეს ხელისუფლებამ იმით, რაც იკადრა ევროპარლამენტარ ფოტიგასთან მიმართებაში, რომ ღიად და აშკარად ეს ხელისუფლება ემიჯნება ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს და ამაზე პასუხს მათ გასცემს როგორც ქართველი ხალხი, ასევე ჩენი, ქართელი ხალხის ევროპელი მეგობრები, - განაცხადა სამადაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები