"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრმა იმედა კლდიაშვილმა მშრალი შიმშილობა დაიწყო

13.11.21 16:36
"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრმა იმედა კლდიაშვილმა მშრალი შიმშილობა დაიწყო

"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრმა, იმედა კლდიაშვილმა იმერეთის სამხარეო პოლიციაში მშრალი შიმშილობა დაიწყო. კლდიაშივილი სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ითხოვს. 

დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, თუ სასამართლო "გირჩის" წევრს 15 დღიან პატიმრობას მიუსჯის, ის პროტესტის უკიდურეს ფორმას არ შეწყვეტს. 

გუშინ ვნახე იზოლატორში. ის კარგად გრძნობს თავს ამ ეტაპზე. ელოდებბდა როცესის ჩანიშვნას 24 საათში, თუმცა დამატებითი მტკიცეულებების მოპოვების მიზნით გადაიდო შუამდგომლობის შეტანა სასამართლოში და ხვალ შევა აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლოში და სასამართლო იმსჯელებს უკვე პასუხისგების რომელი ზომა ოქნეს გამოყენებული, - თქვა ანა ჩაფიძემ. 

იმედა კლდიაშვილი სამართალდაცველებმა 12 ნოემბერს დააკავეს, როდესაც ის ქუთაისშ თანაგუნდელებთან ერთად სუს-ის შენობის პიკეტირებას ცდილობდა. 

მსგავსი სიახლეები