რა დაადგინა ფასების კომისიამ - ხალხის თქმით, პროდუქტი კიდევ გაძვირდა

26.04.26 20:18
რა დაადგინა ფასების კომისიამ - ხალხის თქმით, პროდუქტი კიდევ გაძვირდა

მოქალაქეები აცხადებენ, რომ საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. მოსახლეობის განცხადებით, ყოველდღიური ცხოვრების ხარჯები იზრდება, ხოლო შემოსავლები იგივე რჩება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან პენსიონერები, რომელთათვისაც უკვე ძირითადი პროდუქტების, მათ შორის პურის შეძენაც სერიოზულ გამოწვევად იქცა.

მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი კობახიძემ დეკემბერში სასურსათო პროდუქტებზე, საწვავსა და მედიკამენტებზე ფასების შემცირება დააანონსა, რეალობა განსხვავებულია — რიგ შემთხვევაში ფასები კიდევ უფრო გაიზარდა.

პარლამენტში შექმნილმა ფასების მონიტორინგის კომისიამ მუშაობა ისე დაასრულა, რომ ხელშესახები შედეგი ვერ წარმოადგინა. მოქალაქეები აცხადებენ, რომ არსებული ვითარება მათ გადარჩენისთვის ბრძოლას აიძულებს.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები