საჩივრების განხილვა ცესკოში - ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა

13.11.21 17:46
საჩივრების განხილვა ცესკოში - ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა

ოპოზიციამ ცესკოში საჩივრების განხილვის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. ოპოზიციის ლიდერები თვლიან, რომ ცესკოს ახალი თავმდჯომარე  თამარ ჟვანის ტრადიციებს განაგრძობს და საჩივრების განხილვას აზრი არ აქვს.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნები ქვეყანაში კრიმინალური ავტორიტეტების და ძველი ბიჭების დამხარეით ჩატარდა, რომელიც შემდეგ "ქართულ ოცნებას" გადაუფორმეს.

პროცესი, რომელსაც დღეს საქართველოში ეწოდება არჩევნების, სამწუხაროდ, სუსის მიერ არის მართული, ისევე როგორც ყველა პროცესი. სამწუხაროდ, ის საარჩევნო კომისია, ადმინისტრაცია არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების ნებას. ჩვენ პროტესტის ნიშნად ახლა ვტოვებთ სხდომას. დარწმუნებულები ვართ, რომ ის შემაჯამებული ოქმი, რომელსაც ახლა სუს-ის მართული ცესკოს მოაწერს ხელს, არ იქნება წარმოდგენილი საქართველოს მოქალაქეების ნების შესაბამისად, - განაცხადა ენმ-სწევრმა ხატია დეკნაოიძემ. 

მსგავსი სიახლეები