"ოცნება" საკუთარ განაყოფს პასუხობს

27.04.26 13:56
"ოცნება" საკუთარ განაყოფს პასუხობს

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ „ხალხის ძალასთან“ გარკვეულ საკითხებში შეთანხმება აქვთ, თუმცა არსებობს თემებიც, სადაც პოზიციები განსხვავდება. ივანიშვილის გუნდში ამბობენ, რომ ეს თითოეული დეპუტატის ინდივიდუალური არჩევანია და მათ აქვთ უფლება, კონკრეტულ ინიციატივას მხარი არ დაუჭირონ.

საუბარია სახელმწიფო მინისტრის პოზიციის შექმნაზე, რომელიც ირაკლი კობახიძე რამდენიმე დღის წინ დააანონსა. 

დეპუტატ ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ცვლილებები მნიშვნელოვან პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს და მამუკა მდინარაძეს მისცემს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ პროცესებში და პარალელურად კოორდინაცია გაუწიოს ძალოვან უწყებებს.

არის აზრთა სხვადასხვაობა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით "ხალხის ძალის" შემთხვევაში. არის რაღაც საკითხები, რაზეც ვჯერდებით, არის რაღაცა საკითხები, სადაც აზრები იყოფა და ეს რა თქმა უნდა, თავიანთი უფლებაა თუ ისინი არ აპირებენ მხარის დაჭერას ამ ინიციატივისთვის. 

ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, ვინაიდან ერთის მხრივ, მამუკა მდინარაძეს ეძლევა საშუალება, რომ როგორც უკვე აღვნიშნე პოლიტიკურ პროცესებში მიიღოს მონაწილეობა, ხოლო მეორეს მხრივ, იგი კოორდინაციას გაუწევს ძალოვან უწყებებს და შესაბამისად, გადააზღვევს კიდევ თავის მხრივ., - ამბობს ლევან მაჭავარიანი. 

დეპუტატი ფრიდონ ინჯია ამბობს, რომ საკითხზე უმრავლესობის სხდომაე კიდევ იმსჯელებენ, თუმცა თავად გადაწვეტილი აქვს, აღნიშნულ ინიციატივას მხარი დაუჭიროს.  

დღეს უმრავლესობის სხდომაა და იქაც ვიმსჯელებთ, მაგრამ მე პირადად გადაწყვეტილი მაქვს, მხარი დავუჭირო, - ამბობს ფრიდონ ინჯია.  

"პირველები" ასევე ესაუბრა მთავრობის წარმომადგენელს, რომელმაც კანონპროექტი პარლამენტში მიიტანა. საუბარი კანონპროექტზე, რომელი სახელმწიფო მინისტრის თანამდეობის შექმნას გულისხმობს. 

მთავრობის წარმომადგენელი პირდაპირ ამბობს, რომ მართალია, ეს საქმე აქამდე ირაკლი კობახიძის პრეროგატივა იყო, თუმცა მისი მტკიცებით, "ოცნების" პრემიერს სხვა საქმეებიც აქვს გარდა იმისა, რომ ძალოვან უწყებებს გაუწიოს კოორდინაცია და სახელმწიფო მინისტრის პოზიციის შექნაც ამიტომ გახდა საჭირო. 

საჭიროება არის სახელმწიფოებრივი მნიშვნეობის იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ გააქტიურებულია საქართველოს მთავრობის საქმიანობა სამართალდაცვითი და უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ამას სჭრდება ყოველდღიური კოორდინაცია. ეს კოორდინაციის მანდატი არის პრემიერის და მთავრობის უფლებამოსილება, თუმცა ახალი სამინისტროს შექმნა, რასაკვირველია, კიდევ უფრო მეტად, დამატებითი რგოლის მეშვეობით ამ ფუნქციას გააძლიერებს. ირაკლი კობახიძის უფლებამოსილებებში, გარდა ამ უსაფრთხოების სექტორისა, შედის კიდევ აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა უფლებამოსილება, ამ შემთხვევაში დამატებითი მექანიზმის შექმნით კიდევ უფრო ეფექტური გახდება ეს საქმიანობა. საჭიროების შესახებაც საკმარისად იქნა დასაბუთებული თვითონ პრემიერ-მინისტრის მხრიდანაც, - ამბობს მთარობის წარმომადგენელი. 

"ხალხის ძალაში" ამბობენ, რომ შიდა კონსულტაციებს მართავენ, დაუჭირონ თუ არა მხარი მამუკა მდინარაძისთვის ახალი სამინისტროს შექმნას. 

როგორც გურამ მაჭარაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დაწყებამდე განაცხადა, მისი გუნდი პარალელურად კონსულტაციებს გადის "ქართულ ოცნებასთან". 

პარლამენტი მთავრობის სტრუქტურაში განსახორციელებელ ცვლილებებზე მუშაობს დღეიდან იწყებს. კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო სამინისტრო იქმნება პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება, რის შემდეგაც კანონის პროექტი განსახილველად შესაბამის კომიტეტს გადაეცემა.

მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს დეპუტატები დღეს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

გასულ კვირას ირაკლი კობახიძემ სამთავრობო ცვლილებების შესახებ განაცხადა - მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სტრუქ­ტუ­რას და­ე­მა­ტე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა, რო­მელ­საც სუს-ის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე უხელ­მძღვა­ნე­ლებს. კო­ბა­ხი­ძის თქმით, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე ასე­ვე იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ვიცე-პრე­მი­ე­რი.

იმავე ბრიფინგზე განხა ცნობილი, რომ იცვლება შინაგან საქმეთა მინისტრი - გელა (გეკა) გელაძეს შეცვლის სულხან თამაზაშვილი, რომელიც აქამდე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იყო. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე კი ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინეს.

 

მსგავსი სიახლეები