ბათუმში "სირცხვილიას" ოფისის ხელმძღვანელი, თამარ კურატიშილი დააკავეს

13.11.21 19:28
ბათუმში "სირცხვილიას" ოფისის ხელმძღვანელი, თამარ კურატიშილი დააკავეს

ბათუმში "სირცხვილიას" ოფისის ხელმძღვანელი თამარ კურატიშვილი. ინფორმაციას ამის შესახებ მოძრაობა "სირცხვილია" სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მოძრაობის ინფორმაციით, კურატიშვილის დაკავება რამდენიმე წუთის წინ, სუსი შენობასთან გამართულ აქციაზე მოხდა. 

ამ წუთებში ბათუმში, სუს-ის შენობასთან მიმდინარე აქციაზე უკანონოდ დააკავეს “სირცხვილიას” ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი თამარ კურატიშვილი.
დაკავებამდე პოლიციის თანამშრომლებმა თაკოს ვიდეოგადაღების შეწყვეტა მოსთხოვეს, რაზეც მისგან უარი მიიღეს. საპასუხოდ პოლიციამ მისი დაკავება გადაწყვიტა.
სუს-ის დავალებით პოლიცია აკავებს ყველა იმ პირს, ვინც პროტესტში აქტიურად მონაწილეობს,
- წერია "სირცხვილიას" განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები