საზიარო თანამდებობა მდინარაძისთვის - სუს-ის ყოფილი შეფი თანამშრომლების და ბიუჯეტის გარეშე დატოვეს

27.04.26 20:37
საზიარო თანამდებობა მდინარაძისთვის - სუს-ის ყოფილი შეფი თანამშრომლების და ბიუჯეტის გარეშე დატოვეს

მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნას პარლამენტში ხმაური მოჰყვა. ირკვევა, რომ მდინარაძეს ახალ თანამდებობაზე, არც საკუთარი ბიუჯეტი ექნება და არც საკუთარი აპარატი. ოპოზიცია ამბობს, რომ მდინარაძეს უფლებები რეალურად შეუზღუდეს, მისთვის თანამდებობას მხოლოდ იმის გამო ქმნიან, რომ პოსტის გარეშე არ დარჩეს. 

დაპირისპირების ახალი ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციამ დამატებით კითხვები დასვა. "ქართულმა ოცნებამ" გახარიას პარტიას ჩორჩანა გაუხსენა და ასე ახსნა, რამდენად მნიშვნელოვანია, სამართალდამცავი ორგანოების მაღალჩინოსნები გადაწყვეტილებებს შეთანხმებულად იღებდნენ. დღეს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა დაადასტურა, რომ მდინარაძე ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციული რესურსებით ისარგებლებს. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მამუკა მდინარაძისთვის ახალი სამსახურის შექმნას მხარი უკვე დაუჭირა, თუმცა არავინ იცის რა მოხდება ხვალ კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში. რადგან "დიტო ხუნდაძის ხალხის ძალამ" უკვე დააანონსა რომ ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ დაუჭერენ თუ არა მხარს მამუკა მდინარაძისთვის ახალი თანამდებობის შექმნას. მართალია, "ხალხის ძალის" 8 ხმა,  გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა საინტერესოა საბოლოოდ გაემიჯნება თუ არა ხუნდაძე კობახიძე-მდინარაძის გუნდს.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები