"ოცნების" ახალი ვერსია - როგორ ახსნა "ოცნების" მინისტრმა EU-სთან შეჩერებული მოლაპარაკებები
პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილის აუდიენციიდან მალევე, ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადებაში დაწერა, რომ, საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას.
ერთ საათიანი აუდიენცია რომ მეგობრული არ იყო, ამაზე მაკა ბოჭორიშვილის განცხადებაც მეტყველებს, მან ელჩს დიპლომატიური ტონი დაუწუნა. ევროკავშირის ელჩის სახელით გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საქართველო არ დგამს იმ ნაბიჯებს, რაც ევროკავშირის წევრობისთვისაა საჭირო.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ამ განცხადებიდან ცხადად ჩანს, რატომ რჩება საქართველო ევროკავშირის მიღმა, არადა ეს პროცესი რომ არ შეჩერებულიყო დღეს ქვეყანა, როგორც კანდიდატი, სულ სხვა მასშტაბის დახმარებას მიიღებდა ხალხისთვის. "ქართულ ოცნებას" პასუხისმგებლობის აღება არ უნდა და არც მომავალში აპირებს, იმ კანონების გაუქმებას, რომელმაც ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების შანსების გარეშე დატოვა.