ვარყიოთ რეჟიმი ყოველდღიურად და მტკიცედ, სანამ არ ჩამოინგრევა! - ნიკა მელია
ჩვენზეა დამოკიდებული იქნება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ცოცხალი - ამის შესახებ "ერთინი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
ვიქნებით აქტიურები მიშაც ცოცხალი იქნება, ელენეც ცოცხალი იქნება და სახელმწიფოც იარსებებს. თითოეულ ჩვენგანზეა ეს დამოკიდებული. წინ გამარჯვებისკენ, ბრძოლისკენ და იმ რწმენისკენ, რამაც ეს დღეები ჩვენ შეგვაძლებინა, რომ უწყვეტი საპროტესტო აქციები გაგვეშალა. წინ კიდევ ბევრი, მძიმე ბრძოლა გველოდება"- განაცხადა ნიკა მელიამ.
მისი თქმით, რამდენი პოლიტიკოსიც არ უნდა დააკავონ, ფართომასშტაბიანი პროტესტი უნდა გაგრძელდეს.
იცოდეთ, რომ რამდენი პოლიტიკოსიც ან პოლიტიკურად აქტიური ლიდერიც არ უნდა დაგვიჭირონ, კიდევ უფრო მეტნი უნდა გამოხვიდეთ. დღეს სახელმწიფოსადმი სიყვარული, ერისადმი, სიმბოლოებისადმი მტკიცდება ქუჩაში. სხვა გზა არ დატოვა პუტინმა, სხვა გზა არ დატოვა ბიძინა ივანიშვილმა. ამიტომ ბრძოლა გამარჯვებამდე. ვარყიოთ რეჟიმი, სანამ არ ჩამოინგრევა! ყოველდღიურად და მტკიცედ. ასე უწყვეტად და ურყევად"- თქვა ნიკა მელიამ.
მისივე განცხადებით, "ქუჩაში გამოსვლის დროა":
თუ მართლა გვინდა, რომ ეს სახელმწიფო იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი, ქუჩაში გამოსვლის დროა! ამ განცხადებებს, რომლებსაც ავრცელებენ, ამ პროცესს, ქართული ოცნება არ აკეთებს. ამ ყველაფერს აკეთებენ პუტინის წარმომადგენლები, ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის "ქართული ოცნება", ჩვენი მოწინააღმდეგეები არიან პუტინის წარმომადგენლები და მისი მორჩილები. პრაქტიკულად, მექანიკურად, ხელით არიან მართვის პროცესში ჩართულები"- განაცხადა ნიკა მელიამ და იქვე დასძინა რომ "მიხეილ სააკაშვილი და ელენე ხოშტარია რასაც ეწირება, ის მიზანი და ამოცანა არ უნდა დაგვავიწყდეს".