როგორ შეისრუტა ქართულმა ოცნებამ ადამიანები, რომლებიც ხმის ჩახლეჩვამდე "მიშა, მიშას" ყვიროდნენ
ვის აბარია პოლიცია, ჯარი და სპეცრაზმი? - "შაბათის ეთერის" ხმაურიანი რეპორტაჟიდან ირკვევა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ის ადამიანები დააწინაურა, რომლებსაც წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მადიდებელი იყო.
ასეთია კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი, გიორგი იოსებიძე, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროში ათასობით პოლიციელის კონტროლი ჩააბარეს. წინა ხელისუფლების დროს იოსებიძე უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსანი იყო.
სატელევიზიო არქივი ინახავს 2011 წლის 13 ივლისს გადაღებულ მასალას. მაშინ გიორგი იოსებიძე მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში მისულ მიხეილ სააკაშვილს, ტაშითა და შეძახილებით შეხვდა. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს იმ დროს დათა ახალია ხელმძღვანელობდა.
გიორგი იოსებიძე კამერებს დაემალა. მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა გაიგო, რომ "ტვ პირველი" მასზე რეპორტაჟს ამზადებდა სახლში აღარ მისულა.
წყარო შინაგან საქმეთა სამინისტროდან შაბათის ეთერს უყვება, რომ გიორგი იოსებიძე ვახტანგ გომელაურის ახლო გარემოცვის წევრია, დღეს მას გომელაური ლამის ყველზე მეტად ენდობა. ირკვევა, რომ იოსებიძეს პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი გომელაურის უწყებაში მომუშავე ყველა პირი, რათა გაცემული ბრძანებები ოპოზიციის მხარდამჭერების უკანონო დაკავებებზე უპრობლემოდ შესრულდეს.
შაბათის ეთერის ხმაურიანი რეპორტაჟიდან დგინდება, რომ კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოქმედი უფროსი, ერთ - ერთ ყველაზე მდიდარი პოლიციელია. ფლობს ბინას თბილისის ცენტრში - ფალიაშვილზე. უძრავ ქონებას ფლობს ბაკურიანში და მიწის ნაკვეთს თელეთში ეს მისი კაპიტალი არასრული ჩამონათვალია.
ქონების ნაწილი, მისი მშობლების სახელზეა გაფორმებული. წყარო შინაგან საქმეთა სამინისტროდან "შაბათის ეთერს" უყვება, რომ იოსებიძე ნათესავის სახელით ბიზნესს აკეთებს და ბინას საფრანგეთის დედაქალაქში ფლობს.
ეს ყველაფერი არ არის, "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის პოსტზე მუშაობის დროს ირაკლი ღარიბაშვილმა ჯარის კონტროლი მალხაზ ჩიკვილაძეს ჩააბარა. მის სახელს წინა ხელისუფლების დროს არაერთი სკანდალი უკავშირდება.
ვიდეომასალაში, რომელიც 2009 წელს, აპრილის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ჩიკვილაძე სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის ფიგურანტთან ვასილ სანოძესთან ერთად ჩანს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი და გირგვლიანის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ვასილ სანოძე, მის წინააღდეგ აქციის გასამართად მისულ აქტივისტებს აივნიდან წყლით სავსე პარკებს ესვრის. ახლა ჩიკვილაძე თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი მოადგილეა.
"შაბათის ეთერმა" ძალოვან უწყებაში კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს მიაგნო, გომელაურის უწყებაში მუშაობს კაცი ორი გვამის ცნობილი ვიდეოდან. ზვიად ხარაზიშვილი - იგივე ხარება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს სპეცრაზმელი ხელმძღვანელობს. ეს არის ადამიანი, რომლის სახელსაც მუხროვანის ამბოხება უკავშირდება.
პოლკოვნიკ კრიალაშვილის მკვლელობის საქმის ერთ ერთ ფიგურანტის ახლა შინაგან საქმეთ სამინისტროს სპეცრაზმი აბარია.
ლია კრიალაშვილი ამბობს, რომ მისი ძმის მკვლელობისთვის დღეს ყველა, ხელისუფლების სათავეში მყოფებიც და ბრძანების შემსრულებლებიც ციხეში უნდა იყვნენ. თუმცა არ უკვირს, რომ სპეცრაზმელი, რომელმაც მისი ძმა თბილისის გარეუბანში ჩაცხრილა დღეს სხვა ხელისუფლების სამსახურშია და თან მაღალ თანამდებობაზე.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი შინაგან საქმეთა მინისტრის დიდი ხნის მეგობარია. არსებული ინფორმაციით, სწორედ მას უკავშირდება ხარებას დაწინაურებაც. თუმცა წყარო "შაბათის ეთერს" უყვება, რომ სისასტიკით გამორჩეულ სპეცრაზმელს სიტყვა ბიძინა ივანიშვილთან მისივე პირადმა მცველმა, ზვიად ჭოხონელიძემაც შეაწია.
კიდევ ერთი უწყება სადაც, თანამდებობზე ასევ წინა ხელისუფლების კადრები დანიშნეს. სუს-ის გენერალური ინსპექციაა, სადაც უფროსად თემურ კვანტალიანი, დაინიშნა. მას წინა ხელისუფლების დროს სასაზღვრო სამმართველო ებარა. სწორედ მის სახელს უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის გინება.
თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანია ლელა ჩიქოვანი, რომელიც ქართული ოცნების მიერ დამნაშავედ გამოცხადებული დავით კეზერაშვილის მარჯვენა ხელი იყო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაასაქმე ქართულმა ოცნებამ ხუტა პაჭკორიაც, რომელიც კახეთის ფინანსური პოლიციის უფროსი იყო. მისი მხრიდან განხორციელებულ შანტაჟსა და ზეწოლაზე მაშინ არაერთი ბიზნესმენი საუბრობდა. მათ შორის იყო წინანდლის ძველი მარნის" დირექტორი ალექსანდრე მეგუთნიშვილი. ის ამბობდა, რომ მისგან ფულს, მანქანებს ითხოვდნენ. პაჭკორია და ფარცხალაძე იყვნენ პირები, რომელმაც ის ჯერ ციხეში გამოკეტა, შემდეგ კი ციხიდან გამოშვების სანაცვლოდ ქონება გამოსძალა.
ხუტა პაჭკორია 2012 წლის შემდეგ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მარჯვენა ხელი იყო. ამას ადასტურებს კადრებიც, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია გადაღებული. აქ ფარცხალაძე და პაჭკორია სხვა ძალოვან მაღალჩინოსნებთან ერთად იმყოფებიან.
ნახეთ მაკა ანდრონიკაშვილის რეპორტაჟი