აღმოჩენილია ირაკლი ღარიბაშვილის თეთრი მარმარილოს სასახლე

13.11.21 22:02
აღმოჩენილია ირაკლი ღარიბაშვილის თეთრი მარმარილოს სასახლე

როგორ ახერხებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი,ირაკლი ღარიბაშვილი მხოლოდ ხელფასით ფუფუნებაში ცხოვრებას - "შაბათის ეთერის" გამომძიებელმა ჟურნალისტმა ირაკლი ღარიბაშვილის თეთრი მარმარილოს სასახლეს მიაგნო. აღმოჩენილია ღარიბაშვილის მრავალფუნქციური კომპლექსი - დეკორატიული მცენარეებითა და შევერცხლილი რაჭული ნაძვებით, საცურაო აუზითა და ბატუტით, შუშის ვიტრაჟებიანი ახალი 2 სართულიანი ნაგებობითა და 3 ავტომობილისთვის განსაზღვრული ავტოფარეხით. 

ფეშენებელური სახლი დედოფლისწყაროში მდებარეობს, სამი დამოუკიდებელი ნაგებობა, რომლებსაც ერთმანეთთან, მოკირწყლული ხელოვნური ბილიკები აკავშირებთ, მაღალი ბეტონის ღობიდან არ ჩანს. ირაკლი ღარიბაშვილის გაპრემიერებამდე, ამ ეზოში მხოლოდ ეს ერთი სახლი იდგა. ცვლილებები ქონების რეესტრში, ტარიელ ღარიბაშვილის გვარის გასწვრივ მხოლოდ 2014 წლიდან ჩნდება. 

როგორც ჩანს, თითქმის 3 ათას კვადრატულ მეტრზე გაშენებული ახალი რეზიდენცია საკმარისი მაინც არ არის. ღარიბაშვილებმა თავისუფლების ქუჩა, კიდევ ერთ კარის მეზობელს დაატოვებინეს. დედოფლისწყაროში ყველაფერს ღარიბაშვილების მოურავი და პრემიერ-მინისტრის ბიძა, ზურაბ გონაშვილი, მეტსახელად "კაკაშა" მართავს, რომელიც "ტვ პირველის" გამოჩენამ წყობიდან გამოიყვანა. 

ნახეთ მაკა ანდრონიკაშვილის ხმაურიანი რეპორტაჟი

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები