"ბელადები და ბელადომანები თქვენსკენ მოიკითხეთ" - დაპირისპირება პარლამენტში

28.04.26 15:39
"ბელადები და ბელადომანები თქვენსკენ მოიკითხეთ" - დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის გუნდსა და ოპოზიციას შორის მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება იყო. კამათი „ქართული ოცნების“ დეპუტატ არჩილ გორდულაძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ბელადად მოიხსენია.

„კარგია, რომ „გახარიელებს“ გუშინ სიტყვა კომპეტენცია „დაუგუგლავთ“ და რაღაცა უსწავლიათ. დააგვიანეს, რამდენიმე წლის წინ უნდა ესწავლათ ეს სიტყვა, მაშინ როდესაც მათი ბელადი, შინაგან საქმეთა მინისტრის ფუნქციას იკავებდა და კოორდინირებულად რომ არ იმოქმედა, მაგიტომ დავკარგეთ მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი საქართველოს ტერიტორია და ახლა მისი გუნდის წევრები ამაყობენ ჩორჩანას მოვლენებით,“ - განაცხადა გორდულაძემ.

ამ განცხადებას გამოეხმაურა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი ტატა ხვედელიანი, რომელმაც "ოცნებას" უთხრა, რომ "ბელადომანები" თავად არიან. 

„მინდა, ბატონ არჩილს პასუხი გავცე. ბელადი და ბელადომანია „მეოცნებეებს“ გახასიათებთ. ჩვენ ვნახეთ, თქვენი ბელადი როგორ ფუნქციას განიჭებთ ხოლმე, როგორც ალიევის ვიზიტისას, თქვენს პრემიერს მიანიჭა, ასევე, მდინარაძის ფუნქციის მინიჭებასაც ვადევნებთ ახლა თვალყურს. ასეთ ფუნქციებს განიჭებთ თქვენი ბელადი ზუსტადაც. ასე რომ, ბელადები და ბელადომანია თქვენკენ მოიკითხეთ!,“ - მიმართა ხვედელიანმა გორდულაძეს.

 

მსგავსი სიახლეები