3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
წვრილმანი ხულიგნობის, საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინების საბაბით, აქტივისტი და ჟურნალისტი თორნიკე რაზმაძე 3000 ლარით დააჯარიმეს - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ მიიღო.
თავად ჟურნალისტი ამბობს, რომ „დაჩოქილ ერეკლეზე“ კრემლის პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის საპასუხოდ დაწერილი კომენტარის გამო გაასამართლეს.
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო. მაგრამ, სამაგიეროდ, ამის შემდეგ ხსნილია: ოკუპანტების დედაც ნა კალენიახ და კიდევ იმათი, ვინც ჩვენს ისტორიას და კულტურას შეურაცხყოფს"- წერს რაზმაძე.
ჟურნალისტის სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარი შსს-მ ირაკლი კობახიძეზე და „ქართული ოცნების“ მთავრობაზე თავდასხმდ შეაფასა.
15 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა, მარიამ კერესელიძემ განმარტა, რომ მართალია, რაზმაძის კომენტარი პირდაპირ არ მიემართებოდა საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ ოქმის შემდგენმა უშუალოდ კომენტართან ერთად შეაფასა ზოგადად, თორნიკე რაზმაძის პოსტის კონტექსტი და შინაარსი, რის შემდეგაც მიიჩნიეს, რომ მისი კომენტარი საქართველოს ხელისუფლებას მიემართებოდა.