ბრძოლა და შეუპოვრობა იმარჯვებს - ელისაშვილის სიტყვა სასამართლოზე
ხედავთ, სერბეთიდან და ევროპიდან როგორი ქარი უბერავს. ილია ჭავჭავაძის ლექსი რომ არის: „მესმის, მესმის სანატრელი“... გარიბალდის აჯანყებაზე და პროცესები, რაც ევროპის მასშტაბით მიმდინარეობს, კერძოდ, სერბეთში ალექსანდრ ვუჩიჩისა და უნგრეთში ვიქტორ ორბანის დამარცხება, საქართველოზეც აისახება - ასეთ პროგნოზს აკეთებს ალეკო ელისაშვილი.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ბრძოლა და შეუპოვრობა იმარჯვებს:
„ხედავთ, სერბეთიდან და ევროპიდან როგორი ქარი უბერავს. ილია ჭავჭავაძის ლექსი რომ არის: „მესმის, მესმის სანატრელი“, გარიბალდის აჯანყებაზე და ბრძოლაზე რომ დაწერა, აი, ეგ ისმის ევროპიდან.
14 წელი იყო ვუჩიჩი ხელისუფლებაში, რომელმაც სერბეთს უარესი დამართა, ვიდრე აქ ხდება, მაგრამ ფარ-ხმალი არ დაყარეს, იბრძოლეს და ბოლოში გავიდნენ. მანამდე ორბანი ჩამოაგდეს.
ეს მოხდება ცოტა ხანში აქაც. მაგრამ მთავარი რა არის? მე რაც არ მომწონს, ის არის, რომ იმედგაცრუებაა და ხელები ჩამოყრილია - არავითარ შემთხვევაში! ბრძოლა და შეუპოვრობა იმარჯვებს“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
სერბეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე, „სერბეთის პროგრესული პარტია” ალექსანდრ ვუჩიჩის ლიდერობით არჩევნებში, „სტუდენტურ სიასთან“ დამარცხდა.