არ არის ორბანი, მაგრამ არის უნგრეთის ახალი პრემიერი, დაველოდოთ... - ბოჟაძე შესაძლო სანქცირებაზე
"ქართულ ოცნებაში" იმედოვნებენ, რომ ვიქტორ ორბანის წასვლის შემდეგ ევროკავშირში მათ უნგრეთის ახალი პრემიერის მხარდაჭერა ექნებათ, - ამის შესახებ ლადო ბოჟაძემ "პირველების" კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. საუბარია სანქციების მოლოდინის შესახებ კითხვაზე.
"ოცნების" დეპუტატის თქმით, უახლოეს მომავალში ბულგარეთსაც ეყოლება ახალი მთავრობა, ამიტომ წინდაწინ პროგნოზის გაკეთება რთულია.
სანქციების საკითხი, იცით თქვენ, რომ არ განხილულა საერთოდ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. მეორეს მხრივ, არ არის ორბანი, მაგრამ არის ახალი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც დაადასტურა, რომ მას ასევე უნდა, საქართველოსთან ჰქონდეს კარგი ურთიერთობები. მათ შორის, ბულგარეთს ეყოლება ახალი ხელისუფლება. ასე რომ, დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, - ამბობს ლადო ბოჟაძე.