ახალი პოსტი მდინარაძისთვის - რა აღიარა კობახიძემ

28.04.26 16:29
ახალი პოსტი მდინარაძისთვის - რა აღიარა კობახიძემ

 

 

ახალი პოსტი მამუკა მდინარაძისთვის - ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ მდინარაძე აქამდეც იყო სამართალდამცავი ორგანოების კოორდინატორი, ახლა უბრალოდ ამ მოცემულობის ფორმალიზება ხდება.

ამ ფუნქციას მამუკა მდინარაძე მანამდეც ასრულებდა, ოღონდ კონკრეტული უწყებიდან - თქვა ცოტა ხნის წინ აჭარაში ჩასულმა "ოცნების" ლიდერმა. 

ასევე ირაკლი კობახიძემ მედიის კითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ მამუკა მდინარაძეს, როგორც მას, ანალოგიურად მოემსახურება მთავრობის ადმინისტრაციის რესურსი. 

როგორც პრემიერს, ისე სახელმწიფო მინისტრს, ანუ ვიცე-პრემიერს სამართალდამცავი ორგანოებსი კოორდინაციის საკითხებში მომესახურება მთლიანად მთავრობის ადმინისტრაციის რესურსი. აქ საქილიკო არაფერია, თუმცა აქაც ახერხებს ოპოზციია სპეკულაციების გავრცელებას. ნუ ეს მათი სახეა და არ არის საინტერესო. 

ეს ყველაფერი ემსახურებოდა სამართალდამცავი სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებას, გაჩნდა ახალი - კოორდინაციის რგოლი. ამ ფუნქციას მამუკა მდინარაძე მანამდეც ასრულებდა, ოღონდ კონკრეტული უწყებიდან. ეს იყო ფაქტობრივი მდგომარეობა.  ჩვენ გადავწყვიტეთ იმ მოცემულობის ფორმალიზება, რაც სწორია, რაც მანამდეც იყო ჩამოყალიბებული. რეალურად იქნება დამოუკიდებული სტრუქტურები - შსს, სუს-ის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სასმახური და მათ კოორდინაციას უზრუნველყოფს სახელმწიფო მინისტრი. ახალი თანამდებობა არის ამისთვის განკუთვნილი, რაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს დანაშუალის წინააღმდეგ ბრძოლას.

მას მოემსახურება მთლიანად მთავრობის ადმინისტრაციის რესურსი. როგორც პრემიერ-მინისტრს ემსახურება მთავრობის ადმინისტრაციის რესურსი, ანალოგიურად მოემსახურება ვიცე-პრემიერსაც. ეს არის ზუსტად იგივე კონფიგურაცია, რაც პრემიერის შემთხვევაში", - განაცხადა კობახიძემ. 

პარლამენტში ამ წუთებში იმ კანონპროექტს განიხილავენ, რომელიც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა წარმოადგინა და რომელიც სუსის ყოფილი უფროსის, მამუკა მდინარაძსთვს ახალი თანამდებობის შექმნას გულისხმობს.  

მდინარაძემ სამართალდამცავ და ძალოვან უწყებებს უნდა გაუწიოს კოორდინაცია, თუმცა სუს-ის ყოფილ უფროსს არც თანამშრომლები ეყოლება და არც საკუთარი ბიუჯეტი ექნება. 

მსგავსი სიახლეები