"ცვლილება არ გვაქვს" - ირაკლი კობახიძე დავით გარეჯზე

28.04.26 16:24
"ცვლილება არ გვაქვს" - ირაკლი კობახიძე დავით გარეჯზე

"ცვლილება არ გვაქვს" - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა და "TV პირველის" ჟურნალისტის მიერ დავით გარეჯზე დასმულ კითხვას უპასუხა. 

მისი თქმით, ის საჯაროდ განცხადებას არ გააკეთებს დავით გარეჯთან დაკავშირებით, ასევე არ ისაუბრებს ელაპარაკა თუ არა აღნიშნულ საკითხზე აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, თუმცა ადასტურებს, რომ ორი წლის განმავლობაში ცვლილება არ არის. 

რაც შეეხება გარეჯის თემას, გეტყვით, რომ ცვლილება არ გვაქვს. რაც შეეხება სხვა განცხადებებს, საჯაროდ არ გავაკეთებ. ცვლილება ამ ეტაპზე არ გვაქვს, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ. ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენ ცვლილება არ გვაქვს დანარჩენზე განცხადებებს არ გავაკეთებ. შეიძლება ვისაუბრეთ, შეიძლება არ გვისაუბრია ამაზე საჯარო განცხადებებს არ გავაკეთებთ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

გამომდინარე იქიდან, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ არჩეული ზურაბ პატარაძე მანამდე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, დღეს მას შეკითხვა დაუსვეს დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებითაც.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 6 აპრილს "ქართული ოცნების" პირველმა პირებმა თბილისში, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და მის დელეგაციას უმასპინძლეს. 

საზეიმო დახვედრა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ალიევს ბიზნესცენტრში უმასპინძლა “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმაც.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლიდერებს არაფერი უთქვამთ დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე რომელიც "ქართულმა ოცნებამ" 2020 წლის არჩევნების წინ წამოწია და მთელი საარჩევნო კამპანიის პერიოდში მათი დევიზი იყო „გარეჯი საქართველოა“.

ამ კამპანიის დაწყებიას თან დაერთო ე.წ. „კარტოგრაფების საქმე“ და ცნობილი მეცნიერების დაკავება.

ივანიშვილის გუნდი ამტკიცებდა, რომ  აცხადებდა, რომ დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხს, საქართველოს სასარგებლოდ, აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში გადაჭრიდა. ამ კამპანიის შემდეგ 6 წელი გავიდა.

მსგავსი სიახლეები