ივანიშვილის ახალი ბრძანება – ჭორვილის ყორღანებიდან გნოლები უნდა აფრინდნენ
ოლიგარქის ახალი გატაცება - ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით, ჭორვილის ყორღანებიდან გნოლები უნდა აფრინდნენ და საჩხერის ველებს გადაუფრინონ.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, საჩხერის საუკეთესო 60 მუშა ივანიშვილის ტყეს ფოცხავს, რომ ჩიტების ფერმა აშენდეს.
ზღვაში მცურავი ხეების შემდეგ ოლიგარქი ითხოვს, რომ მისი სახლის მეზობლად ტყეში ბინა ხოხობმა, კაკაბმა, მწყერმა დაიდოს.