დააწინაურეს თუ ჩამოაქვეითეს მამუკა მდინარაძე?
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მამუკა მდინარაძე სამართალდამცავ უწყებებთან დაკავშირებულ მიმართულებებს აქამდეც კოორდინაციას უწევდა.
კობახიძემ კომენტარი გააკეთა მდინარაძისთვის სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნის შესახებ და აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არსებული პრაქტიკის ფორმალიზებას ემსახურება.
მდინარაძის სამუშაო კაბინეტი მთავრობის ადმინისტრაციაში განთავსდება. მას არ ეყოლება ცალკე შტატი, ხოლო საქმიანობაში ჩაერთვებიან ის თანამშრომლები, რომლებიც აქამდე ადმინისტრაციის ფარგლებში მუშაობდნენ.
კობახიძის თქმით, აღნიშნული ცვლილება დამატებით ხარჯებს არ გამოიწვევს.
პარლამენტში ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლები მხარს უჭერენ მამუკა მდინარაძის სტატუსის ცვლილებას. ამასთან, სხდომათა დარბაზში დაისვა კითხვაც, გულისხმობს თუ არა ეს გადაწყვეტილება მის დაწინაურებას.
ოპოზიციური პარტიის, გიორგი გახარიას გუნდის წარმომადგენლების განცხადებით, მდინარაძესთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ასახავს მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს. მათი შეფასებით, პირს, რომელსაც უსაფრთხოების მიმართულებებთან ჰქონდა კოორდინაცია და სახელმწიფო საიდუმლოებებზე წვდომა, ამ ეტაპზე კოორდინატორის ფუნქცია ენიჭება.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.