სალომე ზურაბიშვილი: 700 არდათმობის და გამძლეობის დღის შემდეგ, რეჟიმი ვეღარ ხედავს თავის მომავალს
სალომე ზურაბიშვილი პროტესტის 700 დღეზე საკუთარ ფბ-ლაივში საუბრობს - როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა განაცხადა, ეს არის არდათმობის, სიამაყის და გამძლეობის 700 დღე.
ზურაბიშვილის თქმით, ამ 700 დღის თავზე, "ოცნება" კარგავს თავის ყველა ძალას, რადგან მას უკვე აღარ დარჩა დასაყრდენი საზოგადოების არცერთ წრეში.
"არც მის მომხრეებში, რომლებიც ისე იყურებიან, რომ აღარ იციან რა ელით ხვალ... გავიდა 700 დღე და უკვე ვეღარ ხედავს რეჟიმი თავის მომავალს", - აცხადებს მეხუთე პრეზიდენტი.
700 დღე - ეს არ არის პატარა მიღწევა, ეს არ არის უმნიშვნელო, ეს არის იმის მაჩვენებელი, თუ რამდენად ძლიერია ჩვენი საზოგადოება. კი გვიყვარს იმის თქმა, სად არის საზოგადოება და უფრო სხვანაირად რატომ არ გამოდის და ვადარებთ სხვებს, როგორ უნდა იყოს და რა უნდა გააკეთონ, ეს მოთხოვნები გვაქვს, მაგრამ არ ვუყურებთ რეალობას, რომ ეს არის 700 დღე გამძლეობის, შემართების, 700 არდათმობისდღეს და ეს არის ის, რაც აგიჟებს დღევანდელ რეჟიმს, რომ აღარ იცის რანაირად, როგორ დაასრულებს ამას, როგორ შეასუსტებს, რადგან ვერ ახერხებს და აკეთებს ამას. ამ დროს ირგვლივ იზრდება მხარდაჭერა საზოგადოების, ასევე უკმაყოფილება საზოგადოების ყველა წრეში.
საყრდენი ამ რეჟიმს არსად აღარ უჩანს. არც მის მომხრეებში, რომლებიც ისე იყურებიან, რომ აღარ იციან რა ელით. რომელი ერთი ხვალ თუ ზეგ წავა ციხეში. აღარ იციან გარეთ ამ იზოლაციას რა უყონ და ხან სად დარბიან და ხან სად იმისთვის, რომ სადღაც მაინც გამოჩდნენ. ეს ყველაფერი არის იმის ნიშანი რაც ხდება, როცა რეჟიმი უკვე კარგავს თავის ყველა ძალას, შინაგან ენერგიას და გავიდა 700 დღე და უკვე ვეღარ ხედავს თავის მომავალს". - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
უწყვეტ პროტესტს საქართველოში დღეს 700 დღე შეუსრულდა. 2024 წლის 28 ნომბერის შემდეგ საქართველოში საპროტესტო აქციები არ გაჩერებულა.