მრავალპარტიულობის გაუქმება აღადგენს საბჭოთა კავშირს და დაგვაკარგვინებს ევროპას - ნიკა გვარამია
კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ "პირველებთან" საუბრობს და საბჭოთა კავშირის შემობრუნებას უწოდებს იმ მოვლენებს, რაც ახლა ბთუმში და ზოგადად საქართველოში ხდება.
მრავალპარტიულობის გაუქმება აღადგენს საბჭოთა კავშირს და დაგვაკარგვინებს ევროპას - ამბობს გვარამია.
ამ დღეს, 36 წლის მერე, ამ ქალაქში რომ ვიხილავთ მრავალპარტიულობის გაუქმებას - კი, ეს არის საბჭოთა კავშირის შემობრუნება. ეს არის გაუქმება ამ ქვეყნის, გაუქმება ყველა ისტორიული მიღწევის და კი, უფრო დიდი მიღწევა ამ ეტაპზე, ვიდრე ევროკავშირის წევრობა, ამქ ევყანას ვერ ექნება. ყველაზე დიდი დარტყმა იქნება სწორედ ამ მიმართულებით, ეს აღადგენს აქ საბჭოთა კავშირს და დაგვაკარგვინებს ევროპას. ეს არ არის ანგარისშსწორება ქვეყანასთან და მის ისტორიასთან", - განაცხადა ნიკა გვარამიამ სხდომის დასრულების შემდეგ "პირველებთან".
5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ხვალ, 29 ოქტომბერს 11:00 საათზე განახლდება.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას განცხადებით, სასამართლო ახსნა-განმარტების ეტაპზე რჩება და ხვალ პროცესი „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლის, ნიკა გვარამიას ახსნა-განმარტებით გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ახსნა-განმარტებები მოისმინეს.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.
- საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“.