რა მიზანს ხედავს სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ დაწესებული ემბარგოს მიღმა
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რუსეთი ქართული ღვინის კომპანიებზე ემბარგოს დაწესებით ახლა იმის დემონსტრირებას ცდილობს, რომ მასზე ხარ დამოკიდებული და სწორედ ის იღებს გადაწყვეტილებებს, მის ქვეყანაში რომელი კომპანია თუ პროდუქტი შევა.
როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ფბ-ლაივში განაცხადა, დაწესებული ემბარგოს მიზეზი არა სანიტარული ნორმები, არამედ სუფთა პოლიტიკური პროცესია.
ზურაბიშვილის თქმით, რუსეთს ამით სურს რომ ისევ მონურ მდგომარეობაში ჩაგვაყენოს .
"რუსეთს რაც უფრო დაუწვები, მით უფრო დაგაწვება" - აცხადებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.
პოლიტიკურმა დაახლოებამ გაააქტიურა რუსეთის მადა იმისთვის, რომ ახალი ზეწოლა მოახდინოს ქართულ ეკონომიკურ აქტორებზე, ვხედავთ რას უკეთებს ქართული ღვინის კომპანიებს. მერე იქნება სხვა მიმართულება. ახლა შემოსულია რაღაც დელეგაცია რომელი ამოწმებს ჩვენს სანიტარულ პირობებს, რომ გადაწყვტიოს, არის თუ არა ქართული პროდუქტი იმის ღირსი, რომ შევიდეს რუსეთში. ეს ყველაფერი არის მისი ბერკეტები და რამდენი წელია გრძელდება, იმისთვის, რომ ჩვენ გვაგრძნობინის, ჩვენ რამდენად ვართ მათზე დამოკიდებული - როგორც უნდა ისე მოიქცევა - ამ პრდუქტებს და კომპანიებს შეუშვებს, არ შეუშვებს. აქ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საერთაშორისო სტანდარტების შემოწმებას, რომელიც ისედაც მოწმდება. აქ ის არის მნიშვნელოვანი, რომ ის არის პატრონი და ის იღებს გადაწყვეტილებებს, შენი პროდუქცია შეუშვას თუ არ შუეშვას. ვისაც ეს დამოკიდებულება რუსეთთან მოსწონთ, ვისაც უნდა, რომ საქართველო მონურ მდგომარეობას დაუბრუნდეს, რაც ახასიათებდა საბჭოთა პერიოდში და ადრე, ეს არის დღეს რასაც გვეუნება რუსეთი და ეს უნდა ვიცოდეთ, რომ აქ მე მასთან ახლოს ვარ და მეგობრულად ვექცევი და ის ამის გამო შეღავათებს დააწესებს, ან ის უფრო კარგად მომექცევა, ან ის მომექცევა როგორც პარტნიორს, ეს არ შედის რუსეთის ჩვევაში, პრაქტიკაში, პირიქით, რაც უფრო დაუწვები, მით უფრო დაგაწვება. ეს არის რუსეთი!", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სანქციების საფრთხის წინაშე შესაძლოა ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები „შატო მუხრანი“ და „ვინ ივერია“ აღმოჩნდნენ.
ამის შესახებ პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია აცხადებს. მისი მტკიცებით, "კომპანიებთან დაკავშირებული პირები უკრაინის ხელისუფლებისა და შეიარაღებული ძალების დაფინანსებაში მონაწილეობდნენ".
შეგახსენებთ, რუსული ემბარგოს პირველი ტალღის შესახებ ინფორმაცია 10 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ფედერალური ზედამხედველობის სამსახურის პირველ წერილის მიხედვით აკრძალვა შეეხო შემდეგ კომპანიებს:
- „თელიანი ველი“;
- „თბილღვინო“;
- „ძმები ასკანელები“;
- „ვაინმენი“;
- „ქართული ლუდის კომპანია“;
- „კოკა-კოლა“;
- „ნაბეღლავი“.