როდის დაიკლებს ფასები? - კობახიძე ამბობს, რომ პროცესს აპლიკაციით ამოწმებს

28.04.26 20:17
როდის დაიკლებს ფასები? - კობახიძე ამბობს, რომ პროცესს აპლიკაციით ამოწმებს

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პროდუქტების ფასებს ის საცალო ქსელების, მათ შორის „ორი ნაბიჯის“ აპლიკაციაში ამოწმებს.

გაირკვა, რომ ხორცის ფასზე საუბრისას "ოცნების" პრემიერი დაახლოებით 10-ლარიან პროდუქტს გულისხმობდა, რაც, მისი განმარტებით, ნახევარ კილოგრამ ღირებულებას შეესაბამება და აღნიშნულ ქსელში იყიდება.

კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად ადრე გაცხადებული მოლოდინებისა პროდუქციის გაიაფებასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე მთავარ შედეგად მიიჩნევა ის, რომ ფასების ზრდა უფრო მეტად არ დაფიქსირდა.

ფასების საკითხზე მუშაობას განაგრძობს შესაბამისი სამთავრობო კომისია. პროცესში ჩართული არიან პარლამენტის წევრები, მათ შორის ნინო წილოსანი და შოთა ბერეკაშვილი, რომელთა დასკვნებსაც ელოდებიან.

ამ დროისთვის უცნობია, რა გავლენას მოახდენს კომისიის საბოლოო დასკვნა ბაზარზე არსებულ ფასებზე. ასევე არ კონკრეტდება, იგეგმება თუ არა საკანონმდებლო ცვლილებები ან ბიზნესის მიმართ დამატებითი მოთხოვნების დაწესება ფასების შესაძლო შემცირების მიზნით.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები