რა გააკეთა "ოცნებამ" დავით გარეჯის საკითხის გადასაჭრელად

28.04.26 20:30
რა გააკეთა "ოცნებამ" დავით გარეჯის საკითხის გადასაჭრელად

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დავით-გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მდგომარეობა ამ ეტაპზე უცვლელია. მისივე თქმით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი ამ მიმართულებით ამჟამად არ პროგრესირებს.

დავით-გარეჯის საკითხი წინა წლებში აქტიურად განიხილებოდა და პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ თემად იყო წარმოდგენილი.

დღეს ამ თემაზე კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ზურაბ პატარაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში მხარეებს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის, თბილისში ვიზიტის დროს დავით-გარეჯის საკითხი საჯარო განცხადებებში არ გაჟღერებულა.

დამატებითი კითხვები დაისვა იმ რუკებთან დაკავშირებითაც, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა რუსეთიდან ჩამოიტანა და რომლებიც, სხვადასხვა შეფასებით, შესაძლოა საზღვრის დელიმიტაციის პროცესში გამოყენებულიყო.

ამ ეტაპზე უცნობია, რა სტატუსი აქვს აღნიშნულ მასალებს და გამოიყენება თუ არა ისინი მოლაპარაკებების პროცესში.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები