სააკაშვილს უნდა ჩაუტარდეს ადეკვატური მკურნალობა სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში - EPP

14.11.21 10:14
სააკაშვილს უნდა ჩაუტარდეს ადეკვატური მკურნალობა სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში -  EPP

სახალხო პარტია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობა სათანადოდ აღჭურვილ საავადმყოფოში.

 EPP-ის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს მის მიერვე შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის რეკომენდაციებს:

ჩვენ კვლავ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პირობებით, ისევე როგორც მისი, როგორც პატიმრის უფლებებით, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ღირსების და როგორც სასამართლოს წინაშე მყოფი პირის მხრივ. მას უნდა ჩაუტარდეს ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა სათანადოდ აღჭურვილ საავადმყოფოში“, - აცხადებს მაიკლ გალერი, ევროპარლამენტარი, EPP ჯგუფის საგარეო ურთიერთობათა სპიკერი.

 

მსგავსი სიახლეები