"ოცნებამ" ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინი ერთი თვით, მაისის ბოლომდე გადაწია

29.04.26 12:24
"ოცნებამ" ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინი ერთი თვით, მაისის ბოლომდე გადაწია

 

 

"ქართულმა ოცნებამ" აშშ-სთან კომუნიკაციის გაღრმავება 1 თვით გადაავადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მაისის ბოლომდე ამერიკასთან ურთიერთობებში კონკრეტულ შედეგები იქნება.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების წინა განცხადბებს, რომლებიც აშშ-სთან ურთიერთობებში სიახლეებს აპრილში აანონსებდნენ, კობახიძე ამბობს, რომ თავად მას აპრილი არ უხსენებია და მხოლოდ ახლა ასახელებს კონკრეტულად მაისის თვეს.

TV პირველმა დღეს იკითხა - რა ეტაპზეა "ქართული ოცნება", ვისთან აქვთ კომუნიკაცია?"

ძალიან კონკრეტული გეგმები არსებობს, მაისის ბოლომდე კონკრეტულ შედეგებს იხილავთ, კონკრეტული მიმართულებებით კომუნიკაცია შედგება. რა და როგორ ამ დეტალებს ვერ გეტყვით, თუმცა ნახავთ რომ მაისის ბოლომდე გაღრმავდება კომუნიკაცია ქართულ და ამერიკულ მხარეებს შორის.

მე ასეთი ვადა არ მითქვამს, არ ვიცი, შეიძლება კახა კალაძემ თქვა კონკრეტულ კონტექსტში. ჩვენ გვაქვს კონკრეტული დღის წესრიგი ამერიკულ მხარესთან შეთანხმებული და არაერთი კომუნიკაცია შედგება მაისის ბოლომდე, კონკრეტულად ვამბობ ამ შემთხვევაში, მაისის თვეს, აპრილი არ მითქვამს, მაისს გეუბნებით"-  თქვა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები