ოპოზიციის პასუხი ირაკლი კობახიძეს

29.04.26 15:37
ოპოზიციის პასუხი ირაკლი კობახიძეს

ოპოზიცია ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება - "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდის ლიდერის დღევანდელი განცხადება  "ქართული ოცნების" პოლიტიკური შიზოფრენიას" ასახავს. 

დათუნაშვილის თქმით, "ოცნება" ერთი მხრივ შერიგებაზე და სიტუაციების დასტაბილურობაზე საუბრობს, მეორე მხრივ კი პარტიებს ისევ აკრძალვით ემუქრება. 

ეს არის საუკეთესო პუტინისტურ ტრადიციაში გაკეთებული განცხადება, რომელიც არაფერს სხვას არ ასახავს, გარდა "ქართული ოცნების" პოლიტიკური შიზოფრენიისა, როდესაც ერთი ხელით მოგიწოდებენ სიტუაციის ნორმალიზებისკენ, ლაპარაკობენ სიტუაციის დასტაბილურებაზე, გეუბნებიან, რომ გადაეფარებიან ჟურნალისტებს, გეუბნებიან, რომ ცუდი იყო ის, რაც მოხდა, გეუბნებიან, რომ უნდა შეურიგდე, მაგრამ მეორე ხელით კრძალავენ პარტიებს, ციხეში ჰყავთ ნახევარი ოპოზიცია, მეორე ნახევარს ემუქრებიან ამ ციხით", - ამბობს თაზო დათუნაშვილი.

ის, რომ ირაკლი კობახიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვით კიდევ ერთხელ იმუქრებოდა, არ გაკვირვებია ზურა ჯაფარიძეს. "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ასე გამოეხმაურა კობახიძის განცხადებსი იმ ნაწილსაც, სადაც მან ოპოზიციის ნაწილი ფაშისტურ-ბოლშევიკური პოლიტიკური გაერთიანებას შეადარა.

ზურა ჯაფარიძე "ოცნებას" ეუბნება, რომ სწორედ მათი ჩადენილი ქმედებების დიდი წილი მიესადაგება იმას, რასაც ფაშისტები თავის დროზე აკეთებდნენ.

ფაშიზმის განმარტება შეუძლია წაიკითხოს ნებისმიერმა და ნახავს, სინამდვილეში ვის ქმედებებს და განცხადებებს უკმაყოფილებს განმარტება, რაც არის ფაშიზმი. ისედაც რასაც ეს ადამიანები აკეთებენ ამ ქვეყანაში, ბევრი ქმედება, მათ შორის, ზუსტად მიესადაგება იმას, რასაც ფაშისტები აკეთებდნენ თავის დროზე, როგორც იტალიაში ისე ნაცისტურ გერმანიაში. ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი სცენარისთვის და კი, სცენარი არის ის, რომ ვცდილობთ მობილიზაცია გავაკეთოთ მოქალაქეების, საბოლოო ჯამში მივიდეთ არჩევნებამდე, რომელსაც ჩაატარებს თავისუფალი ხალხი, ამ ქვეყნის მოქალაქეები და არა რეჟიმი. ისინი დამარცხდებიან. მოლოდინი გვაქვს, რომ აგვკრძალონ, მოლოდინი გვაქვს, რომ ინდივიდუალურად აეკრძალოთ პოლიტიკური საქმიანობა კონკრეტულ ადამიანებს, მათ შორის ჩემი ჩათვლით. მოლოდინი გვაქვს, რომ ვიღაცები შეიძლება დაიჭირონ, მათ შორის ჩემი ჩათვლით. ყველა მოლოდინი გვაქვს და ყველანაირი სცენარისთვსი მზად ვართ", - აცხადებს ზურა ჯაფარიძე.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ კობახიძის მუქარა არ ადარდებთ და "ოცნების" ლიდერს უთვლიან, რომ მის ბედზე ინერვიულოს. 

მის ადგილას ვინერვიულებდი იგივე ბედი არ გაიზიაროს, რაც ხლახანს მისი გარემოცვის ერთ-ერთმა წევრმა, მდინარაძემ - ამბობს ანი წითლიძე. 

საერთოდ არ გვადარდებს კობახიძის მუქარა, გააუქმებენ, თუ არ გააუქმებენ "ნაციონალურ მოძრაობას". "ნაციონალურ მოძრაობაა" არ არის პარტიული ოფისი და არ არის რაღაც ქაღალდი და ნოტარიუსის ბეჭედი."ნაციონალური მოძრაობა" არის ღირებულებები, ფასეულებები, "ნაციონალური მოძრაობა" არიან ადამიანები, რომლებიც "ოცნების" 14 წლიანმა რეპრესიამ ვერ გატეხა და დღესაც წინა ხაზზე დგანან რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. არარელევანტურია კობახიძის განცხადებები, მის ადგილას  ვინერვიულებდი იგივე ბედი არ გაიზიაროს, რაც გაიზირა ახლახანს მისი გარემოცვის ერთ-ერთმა წევრმა, მდინარაძემ", - აცხადებს ანი წითლიძე.

მსგავსი სიახლეები