დიმიტრი ხუნდაძემ ჯანდაცვის მინისტრს სისტემაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითა

29.04.26 15:43
დიმიტრი ხუნდაძემ ჯანდაცვის მინისტრს სისტემაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითა

 

 

გახარიას გუნდის გარდა დღეს პარლამენტში ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობა გააკრიტიკა "ხალხის ძალის" წევრმა დიმიტრი ხუნდაძემაც. დეპუტატის თქმით, სისტემაში ბევრი მოუგვარებელი პრობლემაა, რომელიც შესაძლოა სამინისტროს მასშტაბურობასთან იყოს კავშირში. 

ასეთი დიდი სამინისტროს პირობებში ჯანდაცვა ერთ-ერთი მიმართულებაა და არა პრიორიტეტი, რომელიც, მე ვფიქრობ, სწორედაც ის მიმართულებაა, სადაც სწორედ მაღალი ინტერესი უნდა იყოს, რაც უფლებრივი კუთხითაც ყველაზე მაღალი სტანდარტით უნდა იყოს სწორედ ჯანმრთელობის დაცვა. მაგრამ პრობლემაა მომსახურების ხარისხი, პრობლემაა კერძო სექტორზე ძლიერი დამოკიდებულება, პრობლემაა ხარჯების არაეფექტური კონტროლი და ასევე მინდა ვთქვა, რომ პრობლემა არის პერსონალთან, ექიმებთან მეტი კომუნიკაცია, რაც პრობლემას თავად პაციენტებისთვისაც ქმნის, - თქვა სხდომაზე ხუნდაძემ. 

ხუნდაძეს თავის მხრივ, უპასუხა მიხეილ სარჯველაძემაც, რომელმაც თქვა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალილებაზე მსჯელობა შეიძლება.  

ვფიქრობ და არამც თუ ვუშვებ, არამედ მგონია, რომ ამაზე შეიძლება მსჯელობა, რომ, მაგალითად, ხომ არ იქნება უკეთესი ცალკე სამინისტროს სახით ჩამოყალიბება, თუმცა მე, გულწრფელად რომ გითხრათ, გარდა სირთულისა, გარდა მასშტაბისა, ვხედავ შესაძლებლობასაც იმაში, რომ ეს სამინისტრო ერთიანად ფუნქციონირებს. ცალსახად მხოლოდ უარყოფითს ვერ ვხედავ, ვხედავ დადებითსაც, - თქვა სარჯველაძემ. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დღეს ჯანდაცვის მინისტრს უსმენდნენ, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით გახარის გუდნმა დაიბარა.  

მსგავსი სიახლეები