"პირველების" ინფორმაციით, მაისის დასაწყისში საქართველოში სონატა კოლტერი ჩამოდის

29.04.26 15:39
"პირველების" ინფორმაციით, მაისის დასაწყისში საქართველოში სონატა კოლტერი ჩამოდის

"ტვ პირველის"  ინფორმაციით, მაისის დასაწყისში საქართველოში ჩამოსვლას სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე აპირებს. სონატა კოლტერი არაოფიციალური ინფორმაციით შეხვედრებს როგორც "ქართულ ოცნებასთან"  ასევე ოპოზიციასთან გეგმავს.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში "პირველებს" უთხრეს, რომ ვიზიტთან დაკავშირებით არაფერი აქვთ გამოსაცხადებელი.

„ამ დროისთვის ჩვენ არაფერი გვაქვს გამოსაცხადებელი“, - ამბობენ საელჩოში.

დღეს, 29 აპრილს ირაკლი კობახიძემ მედიას უთხრა, რომ მაისის ბოლომდე ამერიკასთან ურთიერთობებში კონკრეტულ შედეგები იქნება.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების წინა განცხადბებს, რომლებიც აშშ-სთან ურთიერთობებში სიახლეებს აპრილში აანონსებდნენ, კობახიძე ამბობს, რომ თავად მას აპრილი არ უხსენებია და მხოლოდ ახლა ასახელებს კონკრეტულად მაისის თვეს.

შალვა პაპუაშვილმა კი ჟურნალისტს მაისამდე დალოდება ურჩია - "მოვა მაისი და ვნახავთ"- თქვა მან. 

მსგავსი სიახლეები