ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე - მწერლები საგანგაშო რეალობის გამო, ქუჩაში გამოდიან

14.11.21 11:25
ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე - მწერლები საგანგაშო რეალობის გამო, ქუჩაში გამოდიან

ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე - მწერლები და ლიტერატორები საგანგაშო რეალობის გამო, ქუჩაში გამოდიან და საკუთარ პროტესტს ღიად აფიქსირებენ.

მათი შეფასებით, ახლა დუმილის დრო არ არის - რადგან განსხვავებული აზრის გამო, ხალხს აპატიმრებენ. ამ გზავნილებით მწერლებმა ტორესა მოსის დაკავება მწერალთა სახლში გააპროტესტეს. ისინი ღარიბაშვილის მავრობას აქტივისტების დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ პროტესტის გამოხატვის კონსტიტუციური უფლების გამო, ადამიანებს არ უნდა იჭერდნენ.

მომსწრე ვართ ისეთი სიტუაციის, როდესაც მწერალი ადამიანი მისი გამოხატვის თავისუფლების გამო უბრალოდ ჩააყიდონ ციხეში ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ყველამ მოიხმეთ გონს, მოუხმეთ კეთილგონიერებას და მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც ამ პოლარიზებულ საზოგადოებას კიდევ მეტად არ დაყოფს"- განაცხადა მწერალმა პაატა შამუგიამ. 

ტორესა მოსი საპროტესტო აქციაზე, თელავში დააკავეს. მისი სასამართლო პროცესი, დღეს, 14 ნოემბერეს, 12:00 საათზეა ჩანიშნული. 

მსგავსი სიახლეები