გოგა ონიანი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს

14.11.21 11:33
გოგა ონიანი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, გოგა ონიანი გორის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს.

ონიანი კლინიკაში იშემიის ნიშნებისა და ჰიპერტენზიის ფონზე გადაიყვანეს. 

გოგა ონიანი 10 ნოემბერს თბილისში, ადმინისტრაციულ შენობებთან მიმდინარე აქციებზე დააკავეს. მას სასამართლომ 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მსგავსი სიახლეები