ექიმები 24 საათი ზრუნავენ ჩემს ჯანმრთელობაზე, საპირისპირო მდგომარეობაშია სააკაშვილი - ელენე ხოშტარია

14.11.21 12:30
ექიმები 24 საათი ზრუნავენ ჩემს ჯანმრთელობაზე, საპირისპირო მდგომარეობაშია სააკაშვილი - ელენე ხოშტარია

"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია წერილს ავრცელებს, სადაც ექიმებს მასზე ზრუნვისთვის მადლობას უხდის.

ამის პარალალურად, ხოშტარია საქართველოს მესამე პრეზიდენტზე წერს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საპირისპირო მდგომარეობაშია.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა რესპუბლიკურის ექიმებს, რომლებიც მონაცვლეობით, 24 საათი ზრუნავენ ჩემს ჯანმრთელობაზე. აქ არანაირი პოლიტიკა, სიძულვილი, გულგრილობა არ არსებობს. ვგრძნობ, როგორ ზრუნავენ ადამიანზე და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მათთვის ტელევიზორში რას ვლაპარაკობ ან რას ვაკეთებ. სათითაოდ უფრთხილდებიან ჩემს თითო ელექტროლიტს. ვახო კალოიანზე ალბათ წიგნს დავწერ.

ამას ვწერ და ვფიქრობ, რომ სააკაშვილი ზუსტად საპირისპირო მდგომარეობაშია.

ეს ასე აღარ იქნება! ზუსტად ვიცი!"- წერს ხოშტარია.

მსგავსი სიახლეები