რა რესურსი არსებობს პროდუქტებზე ფასების დაწევის - როგორ შევალა "ოცნებამ" პროპაგანდა
რატომ არ იაფდება საკვები პროდუქტები, რატომ არ აქვს შედეგი ფასების კომისიის თითქმის სამთვიან მუშაობას? - ეს კითხვები დღეს ფასების კომისიის ბოლო სამუშაო შეხვედრაზე ისმოდა. კობახიძე ხალხის მოტყუებაში საპარლამენტო ოპოზიციამ ამხილა.
საპარლამენტო კომისიამ ბოლო სხდომაზე სამკვირიანი დაგვიანებით ნავთობიმპორტიორები მოიყვანა. მაშინ, როცა ბენზინის და დიზელის ფასები 4 ლარს უკვე ასცდა. დღეს ქართულ ოცნებას ბიზნესმენებთან ტონი შეცვლილი ჰქონდა, თავდასხმები და კრიტიკა არ ყოფილა. პირიქით, აქებდნენ, რომ საქართველოში საწვავს ევროპაზე იაფად ყიდიან.
თუ სხვა სხდომებზე შესაძლო კარტერულ გარიგებას, ხელოვნურად ფასების გაზრდას ეძებდა ქართული ოცნება, ნავთობ იმპორტიორებთან მსგავსი კითხვები არ დაუსვამს. მანამ, სანამ ბიზნესი ფასის წარმოქმნაზე საუბარს დაიწყებდა, ფასების კომისიის თავმჯდომარემ სხდომა პირდაპირ მათი ქებით დაიწყო და საწვავის გაძვირების მთავარ მოტივად ირანში მიმდინარე ფაქტები მოიყვანა.
სახელმწიფო ორ გადასახადს უწესებს ნავთობიმპორტიორებს - აქციზის და დღგს გადასახადი - ირკვევა, რომ ერთ ლიტრ ბენზინზე აქციზის გადასახდი 37 თეთრია , ამას ემატება დღგ-ის 18 პროცენტი. თუ სახელმწიფო ევროპული ქვეყნების მსგავსად მიიღებს გადაწყვეტილებას და აქციზს დროებით გააუქმებს, მოქალაქეს ბენზინის ფასი 37 თეთრით გაუიაფდება, თუმცა, ოცნება ჯერჯერობით, ამ ნაბიჯის გადადგმას არ გეგმავს.
ნავთობიმპორტიორები გაძვირებაზე სრულ პასუხისმგებლობას იხსნიან - საწვავის 4 ლარამდე გაზრდას ირანში მიმდინარე მოვლენებს აბრალებენ. მძიმე შედეგიც სახეზეა: საწვავის გაძვირებას მოთხოვნის შემცირება მოჰყვა - კორპორატიული შეკვეთები გაუქმდა.
ამის პარალელურად, "ოცნებამ" ფასების ახალი კამპანია დაიწყო: ქართულ ფასებს ადარებენ ევროპულს და ამტკიცებენ, რომ საქართველოოში პროდუქტი უფრო იაფია. არადა, 4 თვის წინ ირაკლი კობახიძემ გამოძიებების მთელი სერია სწორედ იმ მოტივით დაიწყო, რომ ევროპაში ყველაფერი იაფია.