სასაკლაოდ გახადეს საპატიმროები - დეკანოზ მამალაძის ადვოკატი
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ოფიციალურ განმარტებას ითხოვს, რატომ გახდა მსჯავრდებულის გადაყვანა საჭირო კლინიკა "ვივა მედში".
როგორც ადვოკატმა "ტვ პირველს" განუცხდა, მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა მამალაძეს პენიტენციური სამსახური სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე ამ დრომდე უარს ეუბნებოდა.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ მძიმე იყო, ეს ყველასთვის ცნობილი იყო. სწორედ მდგომარეობის უკიდურესად გაუარესების გამო, ჩვენი მხრიდან არაერთხელ იყო მცდელობა მომხდარიყო სასჯელის გადავადება ან გათავისუფლება, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც პრობლემა შექმნილია.
თუ გავითვალისწინებთ, იმას რა მდგომარეობაშია პენიტენციური დაწესებულება, პრეზიდენტიც ვერ იქნება დაცული. სასაკლაოდ გახადეს საპატიმროები"- აცხადებს რამიშვილი.
ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე გლდანის ციხიდან"ვივამედის" კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ეტაპირება გუშინ ღამე განხორციელდა.