დღეს, "ფასების კომისია" დასკვნას წარადგენს
დღეს "ფასების საპარლამენტო კომისია" დასკვნას წარადგენს. სხდომა პარლამენტში 11:00 საათზეა ჩანიშნული.
დღის წესრიგის მიხედვით, სხდომაზე სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნას განიხილავენ.
პარლამენტის დროებითი კომისია დასკვნას ბიუროს წარუდგენს, რომელიც უფლებამოსილია აღნიშნული დოკუმენტი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს.
დროებითი კომისიის პოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დროებითი კომისიის თავმჯდომარე წარადგენს.
შეგახსენებთ, რომ ფასების სამთავრობო კომისიის შექმნის შემდეგ, ირაკლი კობახიძის დავალებით პარლამენტში დროებითი კომისია თებერვლის დასაწყისში, სამი თვის ვადით შეიქმნა და 11 სხდომა გამართა. მის მიზნად ფასწარმოქმნის მექანიზმების შესწავლის შემდეგ სხვადასხვა პროდუქტზე ფასების დარეგულირებისთვის რეკომენდაციების მომზადება სახელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, კომისიაზე უკვე მოუსმინეს მწარმოებლებს, რიტეილ სექტორის, სადისტრიბუციო და ფარმაცევტული კომპანიებისა და ნავთობიმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.