რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა

01.05.26 10:16
რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა

გდდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

უწყებსი ცნობით, ქარცივაძე სუს-ის უფროსმა, გეკა გელაძემ სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის პირად შემადგენლობას უკვე წარუდგინა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის პირად შემადგენლობას ახალი ხელმძღვანელი რომან ქარცივაძე წარუდგინა.
გეკა გელაძემ რომან ქარცივაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. 
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მებრძოლებს სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
ამასთან, გეკა გელაძემ, მოადგილეებთან და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ახალ დირექტორთან ერთად, ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა, შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა დაათვალიერა"- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ შსს-სთან დაკავშირებულმა Facebook-გვერდმა "ყველაფერი პოლიციის შესახებ"  გაავრცელა ინფორმაცია, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა.