“ყველაფერი პოლიციის შესახებ“: გდდ-ის ხელმძღვანელმა, რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა

30.04.26 20:08
“ყველაფერი პოლიციის შესახებ“: გდდ-ის ხელმძღვანელმა, რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა რომან ქარცივაძემ დაკავებული თანამდებობა დატოვა.

ინფორმაციას შსს-სთან დაკავშირებული Facebook-გვერდი "ყველაფერი პოლიციის შესახებ" ავრცელებს.

მადლობა ყველაფრისთვის ბატონო რომან და წარმატებებს გისურვებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, - წერია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დეტალებს “პირველები“ შსს-ში არკვევს. მასალა ინფორმაციის მიღებისთანავე განახლდება.

განახლება: მედიაში გავრცელებული ცნობებით, რომან ქარცივაძე, სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადავადა სამუშაოდ.

ამასთან, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის, დავით არჩვაძის თანამდებობის დატოვების შესახებ. 

რომან ქარცივაძემ ზვიად ხარაზიშვილი, იგივე “ხარება“ 2025 წლის 10 ივნისს შეცვალა. საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ 2009 წლის 10 თებერვლის N 76 განკარგულების თანახმად, რომან ქარცივაძე ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით არის დაჯილდოებული.

მსგავსი სიახლეები