შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

30.04.26 10:02
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-სთან დაკავშირებული Facebook-გვერდი "ყველაფერი პოლიციის შესახებ" ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, არჩვაძემ პოსტი საკუთარი ნებით დატოვა.

მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურ ინსპექციას ჩაიბარებს.