ციხის საავადმყოფოს არ გააჩნია რესურსი რომ მძიმე პაციენტს უმკურნალოს - გიორგი მამალაძის ძმა
გლდანის ციხის საავადმყოფოს არ გააჩნია არანაირი რესურსი, რომ მძიმე პაციენტებს უმკურნალოს - ამის შესახებ ე.წ. ციანის საქმეზე მსჯავრდებული სასულიერო პირის, მამა გიორგი მამალაძისძმამ განაცხადა.
თორნიკე მამალაძის განცხადებით, ციხის კლინიკაში არც ტექნიკა და არც ექიმი არ არსებობს.
არც ტექნიკა არ არსებობს, არც ექიმი არ არსებობს, უბრალოდ არის ცარიელი შენობა, სადაც ჩემი ძმა წევს და უბრალოდვ საკვებს იღებს. თუ კი დამძიმებულია ჩემი ძმის მდგომარეობა და გადმოიყვანეს სამოქალაქო კლინიკაში, ეს ადასტურებს იმასაც რომ ამ დაწესებულებას არ გააჩნია რესურსი რომ მძიმე პაციენტს უმკურნალოს"- აცხადებს მამალაძე.
ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე გლდანის ციხიდან"ვივამედის" კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ეტაპირება გუშინ ღამე განხორციელდა.